stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ჯუმბერ იზორია – მე მებრძვიან, რადგან ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი მიყვარს

29.01.2020 / 29 იანვარი 2020
ჯუმბერ იზორია – მე მებრძვიან, რადგან ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი მიყვარს

-ბატონო ჯუმბერ, ძალიან ხშირად ხვდებით ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების განსჯის ობიექტი თქვენ და თქვენი გვარის წარმომადგელები, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ ცენტრალურ ხელისუფლებაში. ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც „იზორიების კლანს“. ვცელდება სხვადასხვა დროს სხვადასხვა კადრები, რომელიც ასევე თქვენს წინააღმდეგ არის მომართული. თქვენ რა რეაქცია გაქვთ ამაზე და ზოგადად რა კომენტარს გააკეთებდით?

-რეაქცია როგორი უნდა გქონდეს ადამიანს, როცა მთელი ცხოვრება ემსახურები, ქვეყანას, სამშობლოს, საკუთარ მუნიციპალიტეტს, ხალხს და პირიქით გიბრუნდება ეს ყველაფერი. ვაკეთებ სიკეთეს და თეთრზე გეუბნებიან შავიაო ან პირიქით, შავზე გეუბნებიან თეთრიაო.იმას გაბრალებენ, რისი წინააღმდეგიც ხარ, იმაზე გეუბნებიან, რატომ არ აკეთებო, რასაც სინამდვილეში აკეთებ ქვეყნის საკეთილდღეოდ.ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, ყურება და მოთმენა, თუმცა საქმე იმაშია, რომ თმენის ვალდებულება გვაკისრია. ძალიან ბევრჯერ დაუბრალებიათ ჩემთვის ისეთი რამ, რაც ჩემთვის პირადად ძალიან მიუღებელი იყო. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამ ქვეყნის მოქალაქე, ყველა ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჟზე ვაგებ პასუხს.

-ბატონო ჯუმბერ მოდი დავიწყოთ კონკრეტული ფაქტებით. იყო შემთხვევა, როცა თქვენ და თქვენი ოჯახი კონტრაბანდის არაკანონიერ რეალიზაციაში დაადანაშაულეს. სწორედ ამის შემდეგ თქვენ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის თანამდებობაც დატოვეთ. ამაზე რას გვეტყოდით, რა მოხდა რეალურად?

-წელიწადნახევრის წინ მივიდნენ ოჯახში, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ მივიდნენ კონკრეტული პირები და გადაიღეს კადრები, ასე ვთქვათ დადგეს სპექტაკლი და შემდეგ ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს უხმეს, რომ ამ კადრებზე აეგოთ რეპორტაჟი. რეალობაში გეტყვით რაც მოხდა. მშობლების სახლთან ამ ადამიანებს გაუფუჭდათ მანქანა და ბენზინი დაუმთავრდათ. ამ დროს ჩემი ძმის მანქანა ეყენა ეზოში და სთხოვეს ბენზინი. ლოგიკურად მან გამოიჩინა ადამიანობა და ამ ადამიანებს  ბენზინი მისცა. ესენი კი მივიდნენ და კადრები გადაიღეს, რომელიც შემდგომ ისე გაასაღეს თითქოს კონტრაბანდულ ბენზინს ყიდულობდნენ მშობლების ოჯახიდან. ანალოგიურად დადგეს სცენა სიგარეტთან მიმართებაში.

-ბატონო ჯუმბერ, ჩვენ ასევე ვიხილეთ კადრები, სადაც თქვენი ნათესავები მედიის წარმომადგენლებს გადაღების პროცესში ხელს უშლიდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ.

-დიახ, იყო ასეთი შემთხვევა, თუმცა მათ ჰქონდათ რეაქცია ამ უსამართლობის, დადგმული სპექტაკლის გამო. ეს ლოგიკურია და მ,ერწმუნეთ, რომ ყველას მსგავსი რეაცია ექნებოდა. მეტიც, ამ ამბების გამო მამაჩემმა ინსულტი მიიღო და მშრომელი ადამიანი დღეს შრომის უუნაროა. ჩემმა ოჯახმა ძალიან განიცადა ეს ამბავი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაგვაზარალა. დაგვაბრალეს ის, რაც წარმოდგენებში არასოდეს გვქონია და შორს იყო ჩვენგან.

– რატომ დატოვეთ თანამდებობა?

-ასე მივიჩნიე სწორად და საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს. აუცილებლად უნდა გარკვეულიყო რაში მდგომარეობდა სიმართლე და საერთოდ რა ხდებოდა. და სწორედ მაშინ, როცა უკვე გაირკვა ყველაფერი, მე ისევ დაუბრუნდი ხალხის, ქვეყნის სამსახურს.

-ანუ აღმოჩნდა რომ თქვენ გახდით ფეიკ ნიუსის მსხვერპლი?

-დიახ, ეს იყო ყალბი, გამოგონილი ამბავი, რომელიც შეთხზა ორმა ადამიანმა ექვსი თვის წინ და წინასაარჩევნოდ გამოიყენეს კონკრეტული ოპოზიციური ძალის რეიტინგის ასამაღლებლად ჩემს მუნიციპალიტეტში. ამ საქმეში კი დახმარება სთხოვეს კონკრეტულ ტელევიზიას და ჟუნალისტს. ეს იყო წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემს დისკრედიტაციას.

-ბატონო ჯუმბერ, მას შემდეგ, რაც თქვენ დაბრუნდით ისევ თქვენს თანამდებობაზე, ჩხოროწყუს პოლიცია ისევ ახალ სკანდალში გაეხვა. კონკრეტულად, საზოგადოებამ შეიტყო, რომ ჩხოროწყუს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ძალადობის მონაწილეა. მას ბრალი გაუპატიურების მცდელობაში ედებოდა.

-პოლიციელი, რომელიც სამწუხაროდ ამ სკანდალში გაეხვია, წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა. მინდა გითხრათ, რომ ის გამოირჩეოდა, როგორც წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი. ეს პიროვნება ასასოდეს არ ყოფილა რაიმე მსგავს გადაცდომებში შემჩნეულიც კი. როცა შემოვიდა დაზარალებული მოქალაქის საჩივარი აღნიშნულ ფაქტზე, მე პირადად დავიბარე ჩემი თანამშრომელი და გამოვკითხე დეტალურად. მან კატეგორიულად უარყო მსგავსი ფაქტის არსებობა, თუმცა იქვე მითხრა, რომ ის სამსახურიდან წავიდოდა სანამ საკუთარ სიმართლეს არ დაამტკიცებდა. მან იმ დღესვე დაწერა პატაკი და წავიდა.

-თქვენ თვლით, რომ ეს ფაქტიც თქვენს დისკრედიტაციას უკავშირდებოდა?

-არც გამოვრიცხავ და არც დავადასტურებ. კითვისნიშნები მაქვს რა ტქმა უნდა. ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მე სიით შევდივარ პარლამენტში. დღეები იყო დარჩენილი ცხოვრების ამ ეტაპამდე და სწორედ ამ დროს გორდება ეს ახალი სკანდალიც. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა ამ საქმის ირგვლივ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სიმართლე აუცილებლად ნახავს დღის სინათლეს. აქამდე მე არაფრის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ გამოძიების დეტალებს დაველოდები.

-ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთი ამბავი ვრცელდება, რომ ჯუმბერ იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს. ამაზე რას გვეტყოდით?

-ალოგიკურია ეს, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სწორედ ამ ამბის გავრცელების შემდეგ გავარკვიე თუ რამდენი აიპი იყო მერიაში, რადგან მანამდე, სანამ ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობდი არც დავინტერესებულვარ ამ საკითხით. როგორც გავარკვიე არის 7-8 აიპი და აქედან ერთ-ერთს ჰქონია ჩემი ძმის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. ამ აიპის გარდა არის ჩხოროწყუში მერიაც და საკრებულოც, რომლებიც იმაზე მეტ საწვავს მოიხმარენ ვიდრე ეს პატარა აიპი. თქვენ როგორ გგონიათ ახლა, ამაში რამე სხვა რომ იყოს ჩადებული, ჩემი ძმის კომპანიას უფრო მეტ შემოსავლიან სამსახურს არ შევურჩევდი? უბრალოდ ვურჩევდი მაინც, რომ უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურთან გაეფორმენბინა ხელშეკრულება, ვიდრე ეს კონკრეტული აიპი იყო. ეს უბრალოდ არც მიკადრებია და აზრადაც არ მომსვლია. ამას დამატებული, კიდევ კეტყვით, რომ მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, მე მყავს ოთხი და-ძმა და ყველას გვაქვს ჩვენი საქმე.  დავამატებ იმასაც, რომ მე თუ რამე შემიძლია ჩემს და-ძმას დავეხმარები, თუმცა არანაირად რაიმე არაკანონიერი ქმედების განხორციელებაში.

რაც შეეხება თქვენს კითხვას მე ერთი პასუხი მაქვს. მე მას მერე დავინტერესდი ჩემი ძმის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერებით, რაც ეს განსჯის საგანი გახდა. და მაინც, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე მებრძვიან, რადგან ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი მიყვარს და წლებია ვაკეთებ იმ საქმეს რაც ჩვენს ხალხს წაადგება.

-ხშირად გვესმის, რომ ჩხოროწყუს მართავს „იზორიების კლანი“

-ეს უკავშირდება ბატონ ლევან იზორიას და სწორედ აქედან გამომდინარე ამბობენ ამას. საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რომ რახან ჩვენ ერთი გვარი გვაქვს, ვართ ნათესავებიც. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნათესაობა ჩვენ არ გვაკავშირებს, ვართ მხოლოდ მოგვარეები და კლანზე საუბარი ხომ საერთოდ სასაცილოა.

მე 30 წელია ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობ. მითუფრო ლევანი 40 წლისაა და ის ბავშვი იყო, როცა მე პოლიციელი ვიყავი და ომებში დავდიოდი. ასე რომ არანაირი შეხება და გადაკვეთა ჩვენს შორის არ ყოფილა. ვიღაცეები, ვისაც თვალშე არ მოსდის ჩემი წარმატებები ან თუნდაც ლევანის მიღწევები, თავისთვის თხზავენ გამოგონილ ისტორიებს. იძახიან, რომ მე ლევან იზორიას ბიძა ვარ. მინდა ასე იყოს, რადგან მართლა საამაყო ადამიანია ლევან იზორია, თუმცა არ ვარ მისი ბიძა.

-ბოლო დროს მომხდარ ფაქტზე რა კომენტარს გააკეთებდით, როცა პოლიციელმა გაასაჯაროვა ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული კადრები?

-შორიდან რაც დავინახე, ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგად სანახავი, თუმცა მე არ მინახავს მთლიანი მასალა და ზუსტ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. მეც და თქვენც ვნახეთ მხოლოდ ამოჭრილი და დაჩეხილი კადრები. ასე ძნელია რაიმე შეფასება გააკეთო. ეს იყო ადმინისტრაციული კანონდარღვევა და არა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა არ მომეცა იმის საშუალება მენახა, როგორ დაიწყო და რითი დამთავრდა ეს ყველაფერი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ დაკავება, ნებისმიერი მოქალაქის, დაკავშირებულია გარკვეულ ხმაურთან. ეს კი განსაკუთრებულ შემთხვევად აქციეს, რადგან აღნიშნული პიროვნება იყო ლევან იზორიას ძმა. ეს რომ ყოფილიყო სხვა ვინმე, მერწმუნეთ რომ ამას არანაირი რექაცია არ მოჰყვებოდა. სულ ეს არის ის, რისი თქმაც ამ ამბის ირგვლივ ამ ეტაპზე შემიძლია.

წინა პოსტი

კორონავირუსით გარდაცვლილი – 132, დაინფიცირებული – 5 974-მდე ადამიანია

შემდეგი პოსტი

ავტომანქანა, რომელსაც ქალი მართავდა თხრილში გადავარდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი

თეიმურაზ მალანია: ჯუმბერ იზორია ყურადღებიანი და მზრუნველია საკუთარი ხალხის მიმართ და სწორედ ამიტომ, საპასუხოდაც იმავეს იღებს

თეიმურაზ მალანია: ჯუმბერ იზორია ყურადღებიანი და მზრუნველია საკუთარი ხალხის მიმართ და სწორედ ამიტომ, საპასუხოდაც იმავეს იღებს

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ