ზუგდიდის მერიას სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მერ გიორგი შენგელიას, მოადგილეებს გიგა ფარულავას, კონსტანტინე კაკავას და მერიის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტრადიციულად ,,ალილო“ და ,,კირიალესა’’ შეასრულეს.
გიორგი შენგელიამ მოსწავლეებს შობა-ახალი წელი მიულოცა, საჩუქრები გადასცა და საახალწლო და საშობაო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.




