ზუგდიდის მერმა უქმე დღე ოჯახთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაატარა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ოჯახთან და მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად განახლებულ ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ბოტანიკური ბაღი ყველა დამთვალიერებლისთვის ღიაა. ვიზიტორებისთვის პირველ თებერვლამდე ბოტანიკურ ბაღში უფასო სერვისი იმოქმედებს. აქ მოსულ მოქალაქეებს შეუძლიათ ტბაში ნავით გასეირნება. ამას გარდა, ბოტანიკურ ბაღს თბილისის ზოოპარკმა ოთხი ფარშევანგიც აჩუქა, რომელთა დათვალიერება სტუმრებს თავისუფლად შეუძლიათ.
განახლებული ბოტანიკური ბაღი დღეს ასე გამოიყურება, 300 ძირი ახალი ხე-მცენარე, ბილიკები, გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აქვე აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას. ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პროექტი მსოფლიო ბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.




