ზედაეწერში შექმნილ ვითარებას ზუგდიდის მერი ადგილზე გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში, რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლის კერები გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების 3 ბრიგადა, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კოსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარიასთან ერთად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით:
,, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, როგორც მეხანძრები აცხადებენ, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს კერის დამუშავება. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რამდენიმე ჰექტარი თხილნარი არის დამწვარი, რომლის მესაკუთრე ადგილობრივი მოსახლეობაა. ბუნებრივია შევისწავლით ამ საკითხს და შემდგომ ზარალის ანაზღაურების კუთხით ვიმუშავებთ მოსახლეობასთან“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობას კომპენსირების ნაწილში დაეხმარება.




