,,სისტემა კლავს”, ,,დამნაშავე აქ ყველაა”- ზუგდიდში მდუმარე აქცია გაიმართა

,,ვითხოვთ ამ.ამბის დროულ გამოძიებას”, ,,სისტემა კლავს”, ,,დამნაშავე აქ ყველაა”- ამ ტრანსფარანტებით ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ფორმით თაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და შესაბამის უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.



