„ამ ცხოვრების დედაც!“- ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ახალი წარწერები გაჩნდა

ზუგდიდში, დადიანების ეზოსა და სკეიტ პარკის ტერიტორიაზე წარწერა „ამ ცხოვრების დედაც!“ გაჩნდა. ავტორის ვინაობა უცნობია. წარწერა ზუგდიდის მერიის შესაბამისმა სამსახურმა უკვე წაშალა.
მანამდე იგივე წარწერა თბილისში, რამდენიმე უბანში გააკეთეს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა. ეს არის 15 წლის მოზარდის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სკოლის კედელზე ასეთი წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. სამართალდამცავი უწყებიდან გამოსულმა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და ბინის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ამჟამად მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია.




