ხობის მუნიციპალიტეტში მარულა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მარულაში. შეჯიბრებაში 14 ცხენოსანი მონაწილეობდა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
I ადგილი – მიხეილ ბარნაძე (ქვემო ქვალონი)
II ადგილი – პაატა ლატარია (თორსა-დღვაბა)
III ადგილი – ნიკა ბუკია (თორსა-დღვაბა)
ღონისძიება, რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
სპორტულ შეჯიბრებას პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.




