ანსამბლი ,,არსიანი” დღეს ზუგდიდიში კონცერტს გამართავს

დღეს, 14 ნოემბერს, 18:30 საათზე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.
,,საქართველოს დამსახურებული ანსამბლის” სახელმწიფო წოდების მქონე ,,არსიანი” 1921 წელს დაარსდა და წლოვანებით მეორე აკადემიური ანსამბლია ,,ერისიონი“-ს შემდეგ. თითქმის ერთი საუკუნის ანსამბლმა იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ეგვიპტე, დანია, ირანი, იტალია, კანარის კუნძულები, კვიპროსი, სირია, თურქეთი, სუდანი, გერმანია, ბელგია, ესპანეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ბელორუსია, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, ესტონეთი, რუსეთი, აშშ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მისი ისტორიული მუზეუმი შეიქმნა, გადაღებულია დოკუმენტური ფილმიც ,,დაარსებიდან დღემდე”. პროექტის ფარგლებში ანსამბლი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაყურებლის წინაშე წარდგა.
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს ,,არსიანი” კონცერტს ქუთაისში გამართავს.




