საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტი მარტვილელებისთვის წართმეული მიწის ნაკვეთებით დაინტერესდა

ჭყონდიდის ეპარქიაში მოვიდა საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლევან მერაბიშვილი, რომელმაც განაცხადა რომ საპატრიარქოში მარტვილოს მოსახლეობა რეკავს მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, ადგილობრივებს მეუფე პეტრემ წაართვა.
,,ვარკვევთ დეტალებს, ვინტერესდებით თუ რა ტიპის დოკუმენტები აქვთ ამ ადამიანებს, რომელიც ამტკიცებს იმას რომ ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ,”- განაცხადა მერაბიშვილმა.



