ჭყონდიდის ახალი მღვდელმთავარი პეტრესთვის ჩახუტებას და მადლობის გადახდას აპირებს

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მღვდელმთავარი, ეპარქიაში ჩასვლის პირველივე დღეს ამბობს, მას იქ განწესება არ სურდა. მისი თქმით, აფხაზეთში, სოხუმის ეპარქიის მღვდელმთავრობისთვის ემზადებოდა.
მეუფე გრიგოლი ეპარქიაში ახლახანს ჩავიდა. მას თან ახლავს სასულიერო პირების დელეგაცია.
კითხვებზე, თუ რა გეგმები და მოლოდინები აქვს, გრიგოლი პასუხობს, რომ მეუფე პეტრეს ჩაეხუტება და მადლობას გადაუხდის. რაც შეეხება სასულიერო პირების პროტესტს, რომლებიც ამბობენ, რომ მას არ დაემორჩილებიან, გრიგოლი მათ სთავაზობს, ვისაც სურს მეუფე პეტრეს გაყვეს და ვისაც არა — დარჩეს. მისი თქმით, “ურჩებს” არ დასჯის.



