stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

პეტრე ცაავა – მთავარია ჩვენ ქრისტეს სულიერ გზას, გოლგოთის გზას არ ავცდეთ

01.11.2019 / 1 ნოემბერი 2019
პეტრე ცაავა – მთავარია ჩვენ ქრისტეს სულიერ გზას, გოლგოთის გზას არ ავცდეთ

ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც სასულიერო პირები და მრევლი ელოდებოდა. ამბობს, რომ უსამართლობას და უწმინდურობას არ უნდა შეეგუონ, და უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოაცხადონ, უსამართლობა კი სამართლად. ყოფილი ეპისკოპოსის თქმით, არ უნდა იყვნენ ფარისევლები და შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში მითუმეტეს – ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

,, დღევანდელი დღე მისთვის მორიგი განსაცდელია, რომელიც ისე უნდა გადალახოს, რომ ბოროტმა შეცდომა არ დააშვებინოს.ამის შესახებ მან მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განაცხადა. ,,არაერთგზის მითქვამს როგორც მოძღვარს და მღვდელთმოძღვარს, აი როცა ადამიანები ხშირად მრევლში მძიმე განსაცდელებს შეხვდებოდნენ ხოლმე ვეუბნებოდი და ვეუბნები როგორ ყვარებიხარ ღმერთს ამდენი გასაცდელი რომ მაქვს, ერთმა მითხრა მეუფე არ მინდა ესეთი სიყვარული და შევეცადე უფრო გაძლერებულიყო რწენაში.ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ყვარებიხარ ღმერთს რომ ამდენ გასაცდელებს გივლენს და ძალას გაძლევს.გასაცდელებს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება საღმრთო ღვთისა და როგორც შეშვენის მწყემსს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვებისთვის დასდოს სული. ღმერთს ვთხოვ რომ არ დავუშვათ შეცდომა და ყველაფერთან ერთად ჩვენი მართლმადიდებლობა დავიცვათ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ბოროტმა არ დაგვაშვებინოს შეცდომა,”- განაცხადა ყოფილმა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, მან უპასუხა რომ ,,მთავარია ჩვენს ქრისტეს სულიერ გზას, გოლგოთის გზას არ ავცდეთ, უსამართლობას და უწიგნურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ და უსამართლობა სამართლით, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, შერჩევითი სამართალი არ გვქონდეს როგორც სახელმწიფოში ისე ეკლესიაში”- აღნიშნა მან.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე და მის დეტალებზე არ საუბრობს. რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიაში დანიშნულ ახალ მეუფეს, პეტრე ცაავა ამბობს რომ მას მეუფე გრიგოლი ებრალება.

,,მე ძალიან მებრალება მეუფე გრიგოლი. მას მძიმე ჯვარი შეხვდა. როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს უნდა ვთქვა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ როცა ციანიდის საქმე დაიწყო, როდესაც იყო მცდელობა ეპარქიიდან გადავეყვანეთ და ცვლილება უნდა მომხდარიყო, როგორც ჩემთვის ცნობილია პატრიარქის მდივან რეფერანტი სთავაზობდა ჭყონდიდის ეპარქიას სინოდამდე. აქედან გამომდინარე არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ის იყო ჩემთან ივნისის თვეში პატრიარქის მიერ, როგორც ორიგინალური წარმომადგენელი და მე მთელი გულისტკივილით მას ვესაუბრე არსებულ მდგონარეობაზე, ჩემს გულისტკივილზე და მე ვაპირებდი მხოლოდ სინოდზე ჩასვლას. მას თითქოს გაუკვირდა მაგრამ მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. როცა ვუთხარი რომ მე რასაც ვამბობ ამის მტკიცებულება მაქვს და არ მიჭირს რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო რჯულის კანონის ფარგლებში ეკლესიურად. ყველაფერი ეს რომ აღმოჩნდეს მართალი, მერე რას იტყვი, მახსოვს ესე რუსულად მიპასუხა, ,,ნადა პაკრივატ, ატცა”. კიდევ ერთხელ ვამბობ, უწმინდურობა, უსამართლობა რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემაფერხებელია, ეს არ არის ყველაფერი შემთხვევითი,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, მას პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და რასაც სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით ამბობდა, არა შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო მისი გულისტკივილი.

,,ჩამოვიდეს მეუფე გრიგოლი, სტუმარი ღვითისაა, და მითუმეტეს მას დაევალა. მე შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება. მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად. ერთი ვიცი რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის უასამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი და მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არასებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით. ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია რაც ციანიდით უდანაშულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა. შეიძლება სინოდის ჩანიშნონ , შეიძლება იმსჯელონ, თქვენ წარმოიდგინეთ როდესაც სინოდი ჩაინიშნა, მე წინა დღეს შემატყობინეს ანუ გუშინწინ საღამოს. მითუმეტეს თუ ჩემი საკითხი უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე, ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ? აი მეუფე პეტრე თქვენს საკითხს თქვენს მიერ სატელევიზო ეთერებში პატრიარქის მიმართ კრიტიკა და ეს იქნება განხილვის საგანი. ეს იყო უსამართლობა. საქართველოს მასშტაბითაც ვერ მოახერხეს მღვდელმთავრებმა ჩამოსვლა. სინოდის ჩანიშვნა იყო უკვე არასწორად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე ჩანიშვნა და განჩინების ჩათვლით, არის უსამართლობა. უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. არც იმას გამოვრიცხავ რომ ჩემი თემით გადაიფარა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღც სცენა. აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ეს რაღაც ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. სამარცხვინოა, ასეც შეიძლება ითქვას. ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. გადავწყვიტავ და გაიგებ თქვენც,”- განაცხადა მან.

პეტრე ცაავა, სასულიერო პირებს შეცდომების არ დაშვებისკენ და განსაცდელის ღირსეულად გადატანისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, აპირებს თუ არა გაფართოებული კრების მოწვევას, პასუხობს,

,, მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად და რაღაც სხვა დებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება მოწვევა გაფართოებული სხდომისა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად კრიზისული მდგომარეობაა, ერთ-ერთი გამოსავალი ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებენ, სინოდის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ხომ ხედავთ, როგორ. მიმაჩნია, რომ გაფართოებული კრება აუცილებელია. გაფართოებულ ხდომას ესწრებიან სასულიერო პირები, საერო ადამიანები და ბევრად უფრო მეტია სანდოობა და ის არის უმაღლესი ორგანო საქართველოს მართადიდებლური ეკლესიის. ბერულად აღვასრულოთ და სული გადავირჩინოთ, რაც, პირველ რიგში,გამოიხატება ქრისტეს სიყვარულში, წმინდა სახარებისა და მამების მორჩილებაში და არა კონკრეტული ადამიანისა, რომელიც აცდენილია სახარებას,”- განაცხადა მან. მანამდე ტაძარში პარაკლისი აღავლინეს სასულიერო პირებმა. ისინი აქ შეკრებილ მრევლთან ერთად აცხადებენ, რომ ყოფილ ეპისკოპოსს მხარდაჭერას უცხადებენ, სინოდის გადაწყვეტილებას კი ქვეყნისთვის და ეპარქიისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. ჭყონდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ გადააყენეს. მას ასევე აეკრძალა მღვდელმსახურება. ყოფილი ეპისკოპოსის თქმით, მიზეზი ეკლესიაში “მამათმავლობის მხილებაა”.

სასულიერო პირი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა. საპატრიარქომ სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია პატრიარქის სიტყვები, რომ არასდროს უფიქრია ვინმეს დასჯა, და რომ საკუთარი ქმედებებით მრევლი არ უნდა დააბრკოლონ.

წინა პოსტი

პრეზიდენტის მდუმარე მხარდაჭერა საქართველოს პატრიარქს

შემდეგი პოსტი

“ჩელა” და “ოდოია” გასვლით კონცერტებზე

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს

მერაბ ქვარაია: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას

მერაბ ქვარაია: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები