მეუფე პეტრეს განცხადებით, “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.
“ეს არის ტერმინი, როგორც არის მოხსენიებული. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე… თუ ვინმე ბრკოლდება [გამოთქმის ფორმის გამო], მე ვითხოვ შენდობას და პატიებას, არ მოვერიდები ამას, მაგრამ ეს არის ტერმინი”, — განმარტა მეუფე პეტრემ მთვარი არხის ეთერში.




