ჩქვალერში გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივები და ტურისტები განახლებული გზით ისარგებლებენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არსებული სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ დაავალიერეს.
გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბეტკო”ასრულებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება. გზის პრობლემა მოსახლეობასთან გამართულ “ღია შეხვედრაზე” იქნა წამოჭრილი. მაშინ ჩქვალერის მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად სწორედ გამოკვეთა შიდა გზების მოწესრიგება.
გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალითაც, სწორედ ჩქვალერში მდებარეობს ინწრას ჩანჩქერი. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივები და ტურისტები განახლებული გზით შეძლებენ სარგებლობას.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში, ქებურიასა და კარტოზიას ქუჩის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს

პრემიერი: 2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დავაფუძნე – ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა


