ზუგდიდელი მომღერალი ნიუ იორკში გამართული ფესტივალის გამარჯვებულია

ზუგდიდელი მომღერალი თამუნა ლილუაშვილი ამერიკაში გამართული მუსიკალურ ფესტივალის, “ნიუ იორკის მარგალიტ 2019”-ში გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი გახსა .ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მომღერალმა თავად დაწერა.
“გავიმარჯვეთ. ავიღეთ გრანპრი, 1 ადგილი, ორ ქვეყანაში მოწვევა: იტალიაში და რიგაში”,- წერს თამუნა ლილუაშვილი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე თამუნა ლილუაშვილი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა. ახალგაზრდა მომღერალმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.




