სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კომპანია ,,AC Managements”-ის წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია ესპანური საკონსულტაციო კომპანია ,,AC Managements”-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიის მიერ რეგიონში დაგეგმილი საინვესტიციო წინადადებები განიხილეს.
დავით ფარცვანიამ კომპანიის ხელმძღვანელობას რეგიონის პოტენციალი გააცნო, ასევე სამუშაო შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაზეც სამომავლოდ თანამშრომლობა მოხდება.



