ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუასა და რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან რევაზ ქობალიასთან.
შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შორის უახლოეს დღეებში გასაფორმებელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებზე იმსჯელეს.




