მარტვილში სახალხო – საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება

მარტვილში სახალხო – საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რის შემდეგ, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართა.
ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი, ასევე კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეებია მოწყობილი, სადაც დამთვალიერებლებს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ.




