სოფელ უშგულში დღეს პირველი თოვლი მოვიდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში დღეს პირველი თოვლი მოვიდა. ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა.
უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს.
21 და 22 სექტემბერს საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ – წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
ასევე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდევი.



![სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2018/11/თოვლი1.jpg)
