დავით ფარცვანია – მინდა ამ თაობას ვუსურვო მეტი თავისუფლება!

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ სასწავლო წლის დაწყება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიულოცა.
,,მინდა ამ თაობას ვუსურვო მეტი თავისუფლება!
ეს არის თაობა, რომელსაც იქეთ არ უნდა ავკიდოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ისინი შექმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!
ჩვენ უნდა შევუქმნათ ეს მომავალი და ჩვ
ენ უნდა დავბრუნდეთ სახლში, აფხაზეთში!
ჩემგან მარჯვნივ მჯდომი, სოხუმის მომავალი მერია!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ფარცვანია.




