15 სოციალურად დაუცველი ბავშვი დაბა ურეკში დაისვენებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, თხუთმეტი 3-დან 6-წლამდე ასაკის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული, ადგილობრივი და დევნილი სოციალურად დაუცველი, ძვალ-სახსროვანი დაავადებით ხშირად მოავადე ბავშვი დედასთან ერთად დაბა ურეკში, გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ბანაკში გაემგზავრა.
ბავშვები ურეკში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის-ს წარმომადგენლებმა გააცილეს.




