გიორგი შენგელიამ დაზარალებული პირები საავადმყოფოში მოინახულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილესთან კოსტანტინე კაკავასთან ერთად, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ის ადამიანები მოინახულა, რომლებიც სავარაუდოდ სასმელი წყლის დაბინძურების შედეგად მოიწამლნენ.
გიორგი შენგელიამ დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მათი მკურნალობის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს.




