ქვემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა მილხიდები.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 170402 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.




