ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორი მინისტრად თუ ომბუდსმენად? – ვინ ჩაანაცვლებს მოწერელიას სამეგრელოში?

STV-ს სარწმუნო წყაროს ცნობით შესაძლოა სამეგრელოში საკადრო ცვლილებების ტალღა ისევ განახლდეს. ამჟამად ცვლილებები უფრო მაღალ დონეზეა მოსალოდნელი.
როგორც STV-ს სამთავრობო წყარომ უთხრა, სექტემბრისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველი პირი, გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლებს და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდება. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე მოწერელია შესაძლოა ბიზნესომბუდსმენიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში მოქმედი გუბერნატორი აღნიშულ პოსტს სავარაუდოდ შემოდგფომისთვის დატოვებს.
ძალიან ბევრს საუბრობენ ასევე მოწერელიას შემცვლელზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ერთ-ერთი ვერსიის თანამხმად, აღნიშნული თანამდებობა შესაძლოა შსმინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ დაიკავოს. აღნიშნულ თანამდებობაზე სამომავლოდ მოიაზრება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ასევე ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაიაც, რომლის ვადა საპარლამენტო მოღვაწეობის სწორედ 2020 წელს იწურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა შემოდგომის დასაწყისში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ბევრს საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ საკადრო ცვლილებები დაახლოებით ერთი კვირის წინ განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. თანამდებობა დატოვა სამეგრელოს გუბერნატორის ორმა მოადგილემ. ვიცე-გუბერნატორად კი ახალგაზრდა კადრი, ზუგდიდელი დავით ფარცვანია დაინიშნა, რომელიც უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას.




