ზუგდიდში, 10 მეტრიან ჭაში მიწა ჩაიშალა და ერთ-ერთი მუშა ჩავარდა

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა – ჭა ჩაიქცა და ნაშალმა ქვეშ ჭის მთხრელი ოსტატი მოიყოლა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისინი ღრმა ფსკერზე იყვნენ ჩასული, შესაბამისად ნაშალიც დიდია და შანსი იმისა, რომ რომელიმე ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ თეორიულად აარსებობს. მამაკაცის ჭიდან ამოყვანა ამდრომდე ვერ ხერხდება.




