წალენჯიხაში უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დახმარება გაუწიეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში მდებარე, ბიჭიკო ციმინტიას საცხოვრებელი სახლი 21 მაისს მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაზის ბალონის აალების შედეგად გაჩნდა. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს 14 000 ლარის ოდენობით ფულადი დახმარება გაეწია.
დაზარალებული ოჯახის წევრებთან იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის წარმომადგენელი სოფელ ეწერში ანზორ შეროზია, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამდროისთვის არსებულ მდგომარეობას.




