ეროვნული გამოცდები და მერის მოადგილის პირველი დღე

საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველი დღე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან ერთად მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა,სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ვერ მიიღეს.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთის, რომ აბიტურიენტებს უწყვეტ რეჟიმში მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა.




