ანაკლიაში საოჯახო სასტუმრო უცხოელ ტურისტებს უფასოდ უმასპინძლებს

,,ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia”-ამ განცხადებას საოჯახო სასტუმროს მფლობელი სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ აქვეყნებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ:
“კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი”
10 დან 20 ივლისის ჩათვლით, საოჯახო სასტუმრო ,,DÉJÀ VU ” უმასპინძლებს უცხოელ ტურისტებს სრულიად უფასოდ.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მეგრული სამზარეულოს მარგალიტები. ასევე ისარგებლონ სრული სათევზაო ინვენტარით, ნავით გასეირნება და ქართული ღვინისა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნება




