ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

ლექსო თოდუა თანამშრომლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ წარუდგინა.
ლექსო თოდუა 2000-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობით.
2005-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სპეციალობა-სამრეწველო წარმოების ეკონომიკა და მართვა.
აქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ლექსო თოდუა დაკავებულ თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შეირჩა.




