„წარმატებულ ქალთა კლუბში“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ იმსჯელეს

„წარმატებულ ქალთა კლუბის“ ინიციტივით, სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ქალბატონებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, შეხვედრის თემა ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხს მიეძღვნა.
,,დღეს, ქალები ერთგვარი გამოწვევის წინაშე დგანან და ცდილობენ საკუთარი და ოჯახის ჯანმრთელობაზე იზრუნონ, თუმცა საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი კი სწორედ ამ საკითხებს დაეთომო. კლუბი ცდილობს, ერთ სივრცეში სხვადასხვა აქტუალური თემის გარშემო წარმატებულ და საინტერესო ქალბატონებს უმასპინძლოს და ეს პლატფორმა უფრო განავითაროს’’-განაცხადა კლუბის დამფუძვნებელმა ლელა წითლანაძემ.

შეხვედრის მასპინძელმა, ექიმ მეან–გინეკოლოგმა, კლუბის წევრმა ეკატერინე ისაკიდმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სილამაზის, კარგი განწყობისა და წარმატების საწინდარია. თუ როგორ ვიზრუნოთ საკუთრ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის პერიოდში ხდება, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს, რასაც ემატება ზოგადად, არასწორი კვება, სტრესი და არაჯანსაღი გარემო.
შეხვედრის საპატიო სტუმარმა, ექიმ–ენდოკრინოლოგმა მაია ხუბუამ და მოწვეულმა სტუმარმა, მოდელმა ლალი ტოტიკაშვილმა აღნიშნული საკითხის გარშემო ვრცლად ისაუბრეს და კლუბის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. აღინიშნა, რომ დღეს მნიშვნელოვანია არ მხოლოდ სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, არამედ ორგანიზმისათვის საჭიროა ნუტრიკოსმეტიკა, რომელიც შიგნიდან ზრუნავს ქალის სილამაზეზე და დაბერების პროცესაც ანელებს.
შეხვედრა „ღია ლანჩის“ ფორმატში ჩატარდა, რამაც ხელი შეუწყო მთავრი თემის სიღრმისეულ განხილვას.
ღონისძიება ფარმაცევტულ კომპანია „არტფარმას“ მხარდაჭერით მოეწყო. კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა სტუმარს სპეციალური საჩუქრები: „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები და „ვარიქსინალის“ კომპლექტი გადასცეს.
„წარმატებულ ქალთა კლუბი“ „დეილ კარნეგის ცენტრის“ ინიციატივით დაფუძვნდა და ერთ სივრცეში დარგის წარმატებულ და ლიდერ ქალბატონებს აერთიანებს. კლუბი რამდენიმე თვეა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და ცდილობს, მისი საქმიანობა უფრო ფართო და მასშტაბური გახადოს. სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად, კლუბში იგეგმება შეხვედრები არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.




