ახალი სოციალური სახლების მისაღებად კომისია განცხადებებს ადგილზე ამოწმებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს წევრმა დაზმირ ძიმცეიშვილმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა, სოციალური სამსახურისა და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ქალაქის ტერიტორიაზე შემოსული განცხადებები გადაამოწმეს.
მერიაში 243 განცხადებაა შემოსული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. 141 განცხადება სახლის მშენებლობას ეხება, ხოლო 102 განცხადება – „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას.
სოციალური კომისია მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.




