ზუგდიდში, დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს

ზუგდიდში წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდმა 120 სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა. ფონდის ხელმძღვანელის, სალომე ფაცაციას განცხადებით, ქალაქში გამართული ღონისძიებების შემდეგ ბავშვები ზუგდიდის მაკდონალდში დაპატიჟეს.


მანამდე კი, დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს სამეგრელოს-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, გიორგი შენგელია შეხვდნენ. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მათ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და გაესაუბრნენ.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან, დევნილ და სოციალურად დაუცველ 13 წლამდე ბავშვებს უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდებათ

სენაკში, ბავშვთა დაცვის დღე, საზეიმო და გასართობი აქტივობებით აღინიშნა


