„არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი!“ – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

„გაფრთხილებთ არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი“, – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების ფაქტებს ეხმაურება. როგორც თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „ოპოზიცამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს ერთადერთი რისთვისაც ემზადება, არეულობა და დესტაბილიზაციაა“.
მისივე თქმით, ოპოზიციას დამკვირვებლების საფარქვეშ თავიანთი აქტივიტები ჰყავს, რომლებიც სწორრედ, ამ არეულობისთვის სჭირდება. „გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფო და საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს და გაფრთხილებთ არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და რა გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები

მარიამ ჯაში – არც ერთი კრიტიკული შეფასება, არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ არ უნდა ცდებოდეს კორექტულობის ზღვარს

განათლების სამინისტრო: სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა


