,,პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა”- ნიკა გვარამია დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა

67 საოლქო საარჩევნო კომისიის 95 უბნის დამკვირვებლის ქეთევან სორდიას მტკიცებით, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, მაშინ როცა სმენას სხვა დამკვირვებელს აბარებდა, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, პოლიეთილენის პარკით ფეხსაცმელი მოჰქონდა რა დროსაც გვარამია მას თავს დაესხა და უთხრა რომ პარკში საარჩევნო სიები ჰქონდა.
,,პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა.რა უნდოდა ვერ გავიგე.მედავებოდა პარკში სიები გაქო.არადა ფეხსაცმელები მქონდა,”- აცხადებს სორდია.
ქალბატონი ამწუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გამოკიტხვაზეა გადაყვანილი.


![ფოთში, ძიძა ჩვილს ფიზიკურად გაუსწორდა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/08/67798101_2483225301910511_6446482183124156416_n-960x524.jpg)

