stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი – სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები

18.05.2019 / 18 მაისი 2019
ირაკლი ჩიქოვანი – სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები

„ქართულმა ოცნებამ“ და ზუგდიდში მერობის ჩვენმა კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ წარმართა მშვიდი, ევროპული კამპანია, რომელიც მიმართული იყო ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებაზე, ზუგდიდში დაგეგმილ პროექტებზე, – ამის შესახებ შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, კამპანია მიმართული იყო პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნების“ გუნდი მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს.

„ჩვენ ბევრ პრობლემას გავეცანით. ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტის გზაც შევთავაზეთ  ამომრჩევლებს და იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, რომელზეც ჯერ არ არსებობს კონკრეტული პროექტი, გიორგი შენგელია საკუთარი მერობის პირობებში  უზრუნველყოფს მათ გადაწყვეტას.  გიორგი შენგელიას კამპანიაში დიდი როლი ითამაშა მისმა პიროვნულმა თვისებებმა. ზუგდიდლები მასთან აკავშირებენ ზუგდიდის ნორმალურ, თავისუფალ და მშვიდ განვითარებას. კარგად იციან, რომ ზუგდიდის მკვიდრი უკეთესად მიხედავს ზუგდიდს, ვიდრე ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა, რომ კამპანია მშვიდად წარმართულიყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო პროვოკაციები.

„გეგა შენგელიამ და თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც ვიყავით საარჩევნო კამპანიაში ჩართული, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მშვიდად წარგვემართა კამპანია, თუმცა თქვენც კარგად დაინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა დაძაბულობის და არეულობის შეტანას საარჩევნო კამპანიაში. იყო ძალიან ბევრი პროვოკაცია. იყო ძალიან ბევრი მცდელობა, რომ საზოგადოება და მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა ყველა კარგად ხედავს ზუგდიდში, რომ ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდის განვითარება და არა ძალადობრივი მეთოდები, რითაც  „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ზუგდიდში ატარებდა არჩევნებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ ქალაქში აქვთ ძალიან რთული გამოცდილება. კარგად ახსოვთ ყველა ძალადობის ფაქტი და სიმძიმეები, რაც ამ ქალაქში ტრიალებდა. დარწმუნებული ვართ, ზუგდიდელები ამას არ დააბრუნებენ და ხმას მისცემენ ზუგდიდის შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნა შენგელიამ.

ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის მუშაობას და მზად არის, ღიად მიაწოდოს ინფორმაცია. ამასთან, მისი შეფასებით, მედიაზეც ბევრი რამ არის, დამოკიდებული, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოიყვანა ზუგდიდში არჩევნების ასარევად და შესაძლო საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ სამ ათასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში, ჩვენ ვართ ორგანიზებული იმისთვის, რომ უზრუნვევლყოთ  ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება საარჩევნო დღეს და ასევე, რა თქმა უნდა, წარვმართოთ სრულიად სამართლიანად მთლიანად საარჩევნო პროცესი“, – აღნიშნა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

მან მოუწოდა ყველა ზუგდიდელს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ აყვნენ პროვოკციებს,

„ამ ყველაფრის მიუხედავად, მოუწოდებ როგორც ჩვენს მომხრეებს, ასევე ნებისმიერ ზუგდიდელს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება, მიუხედევად იმისა, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩამოყვანილი ადამიანების ქმედებები. ასე რომ, ყველანაირად მზად ვართ ამ კამპანიისთვის და, რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს „ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენს ქალაქში და მთლიანად საქართველოში ნორმალურდა მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან საარჩევნო სიებზეც გაამახვილა ყურადღება აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ექნებათ ის სიები, რომლებსაც საარჩევნო კომისია მიაწვდის აბსოლუტურად ყველა სუბიექტს და ამაში არანაირი კანონდარღვევა არ არის.

„ჩვენი აქტივისტებს და მოხალისეებს, რომლებიც იქნებიან მობილიზებულები საარჩევნო დღეს, ექნებათ ისეთი საარჩევნო სიები, რომელ საარჩევნო სიებსაც საარჩევნო კომისია მიაწვდის აბსოლუტურად ყველა სუბიექტს. ამაში არანაირი კანონდარღვევა არ არის. ამ სიებში არ არის არც ერთი პირადი ინფორმაცია მითითებული, შესაბამისად ამაში არანაირი კანონდარღვევა არ იქნება და მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ მაღალი აქტივობა, რადგან მაღალი აქტივობის პირობებში, ჩვენ ვიცით კვლევებით, რომ გეგა შენგელია პირველსავე ტურში იმარჯვებს“, – განაცხადა ჩიქოვამა.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს, მაგრამ ვერ ბედავენ მისი გასაჯაროებას.

„წინასწარი მონაცემები გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამ ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროებას და აპელირებას აკეთებენ, რაღაც სხვა ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევაზე, რომელშიც აპელირება მიმდინარეობს აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე. აქედან გამომდინარე მივმართავთ ჩვენს ამომრჩეველს, იაქტიურეთ.  დარწმუნებული ვართ, რომ ზუგდიდელების მაღალი აქტიურობის პირობებში, გეგა შენგელია პირველსავე ტურში გაიმარჯვებს ზუგდიდის მერობის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წინა პოსტი

ინციდენტი ზუგდიდის N87 საარჩევნო უბანზე

შემდეგი პოსტი

“ნაციონალები” ზუგდიდის ქუჩებში რუსეთის სახელმწიფო ნომრიანი მანქანებით გადაადგილდებიან

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტარამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტარამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

ირაკლი ჩიქოვანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები

ირაკლი ჩიქოვანი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები