ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე თაზო ფაცაცია საზოგადოებას ბოდიშს უხდის:
“დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადეოებას”
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტსში მოიხსენია.




