გიორგი მხეიძე ნუგზარ წიკლაურის მხრიდან ცილისწამებლურ კამპანიაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

გიორგი მხეიძემ, რომელიც ნუგზარ წიკლაურმა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობაში დაადანაშაულა, დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან ნუგზარ წიკლაურის გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა.
,,მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში. ამას დაადასტურებენ მისი უახლოესი თანამებრძოლები. ნაციონალური მოძრაობა და მისი სიცრუის მანქანა კვლავ აგრძელებს ჩემდამი ცილისწამებლურ კამპანიას. ხსენებულ ცილისწამების საფუძველზე და მიცემული ცრუ ჩვენებით 2016, წელს ოცნების ხელისუფლების პერიოდში უსამართლოდ ვიყავი დასჯილი, თუმცა სიმართლე უკვე გარკვეულია.
კატეგორიულად მოვითხოვ სამართლებრივ რეაგირებას პარლამენტის წევრის, ნუგზარ წიკლაურის მხრიდან ჩემს მიმართ წამოწყებულ ცილისწამებლურ კამპანიაზე.
მე არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ჩემს მშობლიურ ზუგდიდის რაიონში არავის ჩამოვუყვანივარ, არ ვმუშაობ საჯარო სამსახურში და ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. „ – განაცხადა მხეიძემ.
მსგავსი სიახლეები

გიორგი შენგელია: „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან“

გიორგი გამსახურდია: გიორგი გახარიამ ზვიად გამსახურდიას სახელით ისარგებლა


