მირანდა მესხი – სამაგიდო სიებს საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იცავენ

ზუგდიდის #67 საოლქო სააჩევნო კომისიის შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაატანეს, რაც, მათი თქმით, კანომდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს.
გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის თინთინ ბოკუჩავას ინფორმაციით, სიები მათი მოთხოვნების საფუძველზე 41 სოფლიდან მოაბრუნებინეს. თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამტკიცებს, მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს.
რაც შეეხება სიების მობრუნების ფაქტს, მესხმა განმარტა, რომ ოპოზიციამ სიების გადამოწმება მოითხოვა, რის გამოც საოლქომ სიების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. კითხვაზე, იცავს თუ არა პოლიცია სამაგიდო სიებს, რომელიც დალუქული უნდა იყოს, მესხმა უპასუხა, რომ მას საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იცავენ.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

მირანდა მესხი: “ენმ-ს ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრეტიდაციაა”


