ექსპო თელ-ავივის სცენაზე “ევროვიზია 2019”-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თელ-ავივში “ევროვიზია 2019”-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. პირველ ნახევარფინალისტებს რამდენიმე საათში საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ჟიურის ქულები ანონიმური დარჩება და 14 მაისს პირველ ნახევარფინალში მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.
საკონკურსო სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი რომა გიორგაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს გენერალური რეპეტიციიდან. “სასწაულს გიმზადებთ”-წერს გიორგაძე facebook-ის საკუთარგვერდზე.
ცნობისთვის, ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად ექსპო თელ-ავივის სცენაზე, 14 მაისს ნახევარფინალურ შოუზე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას – „სულ წინ იარე“.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.


![ესპანურმა გამოცემამ „ევროვიზია-2019“-ის ლიდერების რეიტინგი გამოაქვეყნა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/03/kmKqTEN8.jpg)
