მიხეილ სააკაშვილის ძმას ზუგდიდში, რესტორან “დიარონში” დაუპირისპირდნენ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავით სააკაშვილს ზუგდიდში, რესტორან დიარონში მოქალაქე დაუპირისპირდა, რომელმაც დავით სააკაშვილს ე.წ. სისხლიანი ცხრა წელი გაახსენა, რამაც სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მასთან ერთად ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ს სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ დავით სააკაშვილს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები და დანაშაულები გაახსენა.
,,როგორ ბედავ შენ ზუგდიდში ჩამოსვლას.შენი ძმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქ ადამიანებს აწამებდნენ, რა გსურთ? ამის განეორება? ჩვენ ამას არ დავუშვებთ,”- აცხადებდა მოქალაქე.




