თინა ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს
პარლამენტის დეპუტატ თინა ბოკუჩავას პირადობის არ ქონის გამო ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს დარჩენის უფლებას არ აძლევენ. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ირინე კარტოზია ამბობს, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.
დეპუტატს საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა აღდგა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მეოცე უბანზე, ენმს დამკვირვებელი ანი შონია უბნიდან გააძევეს


