ბახტაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

პრემიერპრემიერმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ პორტი სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
,,უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით და ეს პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის სიაში და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროექტის რეალიზაცია უახლოეს მონაკვეთში დავიწყოთ. გრძელდება მოლაპარაკებები ინვესტორებთან, კონსორციუმს აქვს კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი.
დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული შედეგი დღეს არის მშენებლობის დაწყება სწრაფი ტემპებით, რომ შევძლოთ ტრანზიტული პორტის სრულფასოვანი რეალიზაცია. ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი დატალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს


