“წყარო ლეფეტერიდან” – ზუგდიდის ორ სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ცაიშსა და ცაცხცს მალე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. “წყარო ლეფეტერიდან”- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ტენდერიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
“ეს არის უდიდესი მიღწევა და ამასთანავე უდიდესი კომფორტი თითეული ოჯახისთვის. როგორც იცით, პროექტირება განხორციელდა ლაშა გოგიას მერობის პერიოდში. პროექტის ხორცშესხმაში დიდი წვლილი მიუძღვით ბატონ გეგა შენგელიას და ბესიკ ჭეჟიას. რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა, მთავარ მხარდამჭერს და გადაწყვეტილების მიმღებს, ინფრასტრუქტურის მინისტრს ქ- ნ მაია ცქიტიშვილს. კარიბჭე ზუგდიდისა, იმსახურებდა ამ სიკეთეს”,-აცხადებს ზუგდიდის მერის წარმომადგენელი სოფელ ცაცხვში ნონა ესებუა.




