ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდში შეხვედრა გამართა

ზუგდიდში, ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით ქეთი ციხელაშვილთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი დევნილი ქალბატონია ჩართული მშვიდობის მისიაში.
მისი თქმით, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია ნდობის შენარჩუნებისკენ, სახალხო დიპლომატიისა და შერიგების პროცესისაკენ. მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესიმომავლისკენ“ და მისი ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის”.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, კონფლიქტით დაზარალებული ქალები და ახალგაზრდა გოგონები. ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა შეკრებილთა შეკითხვებს ახალ პროგრამაზე.




