არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო მშვიდობისათვის” ზუგდიდში ტრეინინგს ატარებს [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო მშვიდობისათვის” საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის(ცესკო) საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, სასტუმრო “გარდენ პალასში” ტრეინინგს ატარებს.
ტრეინინგის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებულობა და ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ზუგდიდში აღნიშნულ ტრეინინგს ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებიან.
ტრეინინგს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი, პროფესორი დავით ტოდრია ატარებს. პირველ ეტაპზე ამომრჩეველთან კომუნიკაციის იფიცრები მომზადდება.
ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: “სამეგრელო ზემო სვანეთის ახალგაზრდობა დემოკრატიული არჩვნებისთვის!” მნიშვნელოვანია, ელექტორატის გაახალგაზრდავებისთვის, მათი ჩართულობისთვის და ცნობიერების ასამაღლებლად, თუ რატომ არუნდა იყონ გულგრილები საარჩევნო პროცესის მიმართ და რამხელა დატვირტვა აქვს მათ მონაწილეობას.
პროექტის მთავარი მისია არის ახალგაზრდების მიერ გააზრებული იყოს არჩევნების პროცესი, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და თითოეული ხმით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და ხედვა. მეტი ახალგაზრდა არჩევნების პროცესში ნიშნავს მეტ ახალგაზრდულ ენერგიას და აღებულ პასუხიმგებლობას ქვეყნის მართვაზე.



![ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/WhatsApp-Image-2025-05-30-at-13.26.15_d12241c6-960x540.jpg)
