ზუგდიდში ახალი ლურჯი ავტობუსები გამოჩნდა

უახლოეს დღეებში ზუგდიდში ახალი ლურჯი ISUZU-ის ფირმის ავტობუსები ივლის – ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში 4 ახალი ავტობუსი შემოვიდა, თუმცა ივნისის ჩათვლით მუნიციპალური ავტოპარკი ჯამში 15 ახალი ავტობუსით განახლდება.
როგორც ზუგდიდის მერიაში ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია, რა მარშრუტებზე ივლის 15 ახალი ავტობუსი. გარდა ამისა, მოხდება ყვითელი ავტობუსების აღდგენა-განახლებაც.



![ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/WhatsApp-Image-2025-05-30-at-13.26.15_d12241c6-960x540.jpg)
