წალენჯიხაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ოჭანეს უბანში ახალი, ევროპული სტანდარტების დონის საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ერთსართულიანი შენობა ერთჯგუფიანია და 50-მდე ბავშვზეა გათვლილი. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 322 430 ლარს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თ.ბ-კაპიტალი” ასრულებს. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ და მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ.




