ახალი ავტობუსით გიორგი შენგელიამ მგზავრებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრა [ვიდეო]
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ზუგდიდის ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, მგზავრებთან და ჟურნალიეტებთან ერთად იმგზა. 2019 წელს გამოშვებული ოთხი ახალი ავტობუსი ზუგდიდში ორი დღის წინ ჩამოვიდა, დანარჩენი 11 კი უახლოეს დღეებში ჩამოვა. ახალი, ევრო ხუთის სტანდარტების ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.
„15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ქალაქის და სოფლების მიმართულებით, ამასთან უკვე არსებული ავტობუსების განახლება მოხდება, დაემატება ახალი მიმართულებები და ჩვენი მოქალაქეები კონფორტულად იმგზავრებენ“ – განაცხადა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა.
გიორგი შენგელიას მგზავრებმა სხვადასხვა პროექტებზე კითხეს, მათ შორის გზების რეაბილიტაციაზე, მერობის კანდიდატის განცახდებით ზუგდიდში საგზაო ინფარსტრუქურის განახლების მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს, რაც 10 ახალი გზის მშენებლობას და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს.
ახალ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება, ,,ისუზუს” მარკის ავტობუსები მარშუტებზე დღესვე გავიდნენ.


![ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე წარადგინა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/06/65385234_912956205711845_8105746212709203968_o.jpg)