საჩინოს გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჩინო – ჩქვალერი – ჯვარზენის საავტომობილო გზის 7.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 2 817 999 ლარია და ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო’ ასრულებს.
სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ცოტნე შონიამ, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ანზორ შეროზია და საჩინოს მაჟორიტარი დეპუდატი წალენჯიხის საკრებულოს წევრი ლევან შელია.




