ანაკლია-განმუხურის პროექტების განყოფილების უფროსი თანამდებობას ტოვებს

შ.პ.ს ანაკლია-განმუხურის ადმინისტრაციისა და მიმდინარე პროექტების განყოფილების უფროსი კობა ქარჩავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
“მინდა საჯაროდ მივესალმო, მოვეფერო და დავემშვიდობო ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ ყველა ჩემთვის უსაყვარლეს და ძვირფას ადამიანებს.
მრავალი წელი გავატარე მათან ერთად, იყო ბევრი სირთულე, წინაღობები, წარმატებული დღეები, სიხარული და რაც მთავარია დიდი სიყვარული, პატივისცემა რაც ჩემთვის დაუვიწყარია. ყველას ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ უზომოდ. მე მჯერა რომ ანაკლია-განმუხურს დიდი მომავალი აქვს. მეამაყება მანდ გატარებული წლები და განვითარებაში შეტანილი უმცირესი წვრილი.
კიდევ ერთხელ მადლობა და მინდა მიგულოთ თქვენს გულშემატკივრად და მეგობრად, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს და ეამაყება ანაკლია-განმუხური”‘-წერს კობა ქარჩავა სოციალურ ქსელში.




