გარდაცვლილი მოზარდის მამა – მატირეთ ჩემი შვილი, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას

მარტვილელ შოთიკო ნაჭყებიას მამის, გელა ნაჭყებიას განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ბავშვებს მარტო ზრდიდა მათ არაფერი აკლდათ. მისი თქმით, გარდა იმისა რომ ოჯახს სოციალური დახმარება 2016 წლიდან ეძლევა, თავადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
,,იმ დღეს როცა თავი მოიკლა სკოლაში გავუარე და ფული მივეცი.მაღაზიაში პური უყიდია და შემდეგ სახლში წასულა. ჩემმა მეორე შვილმა მითხრა რომ შაკოს თავი მოუკლავს, მან ნახა პირველმა.ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ.ისიც პატარა ბავშვია.მატირეთ ჩემი შვილი, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, მე შვილები არ მომიშიებია არასდროს, ან როგორ შეიძლება 21 საუკუნეში ადამიანი შიმშილის გამო იკლავდეს თავს,”- განაცხადა გელა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მასზე არც ბულინგი ხორციელდებოდა.
,,როცა რაღაც უნდოდა ყველაფერს მეუბნებოდა, კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, ვერ ვხვდები რა შეილება ყოფილიყო სუიციდის მიზეზი,-აღნიშნა გარდაცვლილი მოზარდის მამამ.
მსგავსი სიახლეები

საბერიოში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მამა ლაშა ბერულავას სიცრუეში ადანაშაულებს

მერაბ ქვარაია: ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს ჩემი ძმა არის დაჭერილი, რაც არის ცალსახად ტყუილი


